Monday, June 22, 2015

სპელეოთერაპია

სპელეოთერაპია ბერძნული სიტყვაა, რომელიც ითარგმნებ აროგორც მღვიმეებით მკურნალობა, ანუ მღვიმეების სპეციფიკური მიკროკლიმატის გამოყენება სამკურნალო მიზნებისათვის. ბრონქული ასთმის, სასუნთქი გზების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების, ფილტვების ქრონიკული ანთების, ასევე – ნევროზის, ჰიპერტონიული დაავადებების, კლიმაქტერიული ნევროზის და სხვა სასუნთქი გზების დაავადებების არამედიკამენტური მკურნალობა უფრო და უფრო პოპალარული ხდება მსოფლიოში. მკურნალობის კურსი გულისხმობს ორი-სამი კვირის განმავლობაში დღეში სამ საათამდე მღვიმეში ყოფნას. ამ დროს პაციენტს ნებისმიერი საქმის კეთება შეუძლია – კითხვა, ძილი, ვარჯიში.  საიდუმლო კი იმაშია, რომ მკურნალობა დაფუძნებულია მთლიანად ბუნებაზე და მისი რესურსების გამოყენებაზე. სპელეოთერაპია მთელ მსოფლიოში გავრცელებული და აპრობირებული მეთოდია. როგორც თქვენთვის ცნობილია,  საქართველო მდიდარია კარსტული მღვიმეებით მათი რაოდენობა დაახლოებით 1300-მდეა, მათი ნაწილი კი ნამდვილად აკმაყოფილებს სპელეოთერაპიისათვი სსაჭირო მოთხოვნებს. განსაკუთრებით საყურადღეობა, რომ მღვიმეში სპელეოკამერების მოწყობა არა რისდაკავშირებული ძალიან დიდ თანხებთან, თუმცა მნიშვნელოვანია მღვიმის სპეციალური შესწავლა და პროფესიონალის ყურადღება, რადგან არასათანადოდ მოწყობილ მღვიმურ მკურნალობას შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი მოჰყვეს. ჩვენი მიზანია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირებს შევახსენოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული რესურსების შესახებ და ვაჩვენოთ მისი პოტენციალი სპელეოთერაპიის განვითარებისათვის, რომელიც შესაძლოა ტურისტების დაინტერესების მნიშვნელოვანი მიზეზი გახდეს.

No comments:

Post a Comment