Saturday, June 13, 2015

კურორტი ბორჯომი და მისი მინერალური წყლები


საქართველო კურორტების ქვეყანაა, ხოლო ბორჯომი ერთ-ერთი უძველესი კურორტთაგანია. არქეოლოგური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილი იქნა ქვის აბაზანები, რაც იმის დასტურია, რომ მინერალური წყლების გამოყენების ისტორია სათავეს იღებს ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბორჯომს გააჩნია ბალნეოლოგიური, გასტრო-ენტეროლოგიური (და არამარტო) კურორტის პროფილით განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. კურორტის უნიკალურმა ფლორამა და ფაუნამ, კლიმატურმა პირობებმა და მინერალურმა წყლებმა მას აღიარება მოუტანა. მინერალური წყაროების დამსახურებით ბორჯომი საბჭოთა კავშირის პერიოდში აქტიუალური ბალნეო-კლიმატური კურორტი იყო. აღნიშნული მინერალური წყრაოების საბადოები დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა კურორტი ისეთი აქტუალობით ვეღარ სარგებლობს, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქურა
ბორჯომის მინერალური წყლები და მათი უნიკალური შემადგენლობა სამედიცინო ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. გარდა წყლებისა, სამედეიცინო ტურიზმის განვითარებას ბორჯომის ხეობის კლიმატიც მნიშვნელოვანდ უწყობს ხელს.
თავდაპირველად აღსანიშნავია იმ მიკრო და მაკროელემენტების გავლენა და მნიშვნელობა, რომლითაც ბორჯომის უნიკალური მინერალური წყლებია დაჯილდოვებული. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იოდს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარისებრი ჯირკვლის ნორმანულ მუშაობაში, ბრომს - ნერვული სისტემის წონასწორობის შენარჩუნებაში, თუთიას - ინსულინის წარმოშობაში, წყალში შემავალი ფენოლები აძლიერებენ თირკმელების მუშაობას და . ბორჯომის წყლის ქიმიური და ფიზიკური შემადგენლობა მსოფლიო მაშტაბით უნიკალურია.
ბორჯომის მინერალური წყლების გამოყენება შეისაძლოა ასევე აბაზანების სახითაც, ამ შემთხვევაში ხდება წყლის გათბობა გარკვეულ ტემპერატურამდე.
ბორჯომის ხეობისა და რაიონის ტერიტორიაზე გაფანტული თერმულ-სულფიდური მინერალური წყლებით მკურნალობის მაღალი ეფექტიანობა დადგენილია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: რევმატიზმი, სახსრების სხვა ქრონიკული დაავადებები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, კანის დაავადებები, კუჭ-ნაწლავისა და მომნელებელი სისტემის დაავადებები და სხვა. ბორჯომის რაიონის სულფიდური მინერალური წყლები მოსახლეობაში პოპულარულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ბორჯომის ხეობის, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის უფრო მეტად განვითარება და წინ წამოწევა აუცილებელიც კია არსებული პოტენციალის გათვალისწინებით. კლიმატი და უნიკალური მინერალური წყლები ბორჯომს აქცევს ტურისტებისთვის მიმზიდველ ერთ-ერთ სამედიცინო-რეკრეაციულ კურორტად, სადაც ჩასულ სტუმრებს შეეძლებათ როგორც რეკრეაციული ისე სამკურნალო-პროფილაქტიკური ტურ-პაკეტებით სარგებლობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბორჯომის ხეობა მდიდარია კულტურულ-ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებითაც.

1 comment:

  1. Medical Tourism Company - APJ Healthcare is a leading machine tourism company in India. We offer international patients’ treatment in India at affordable cost with high-quality healthcare. We manage everything from medical consultations to travel, accommodation and stay. India is a preferred medical tourism destination for surgeries, diagnostics, wellness therapies, and traditional healing practices like Ayurveda. Visit: Medical Treatment in India for Foreigners

    Hospitals in India

    Doctors in India

    Medical Visa to India

    Medical Treatment in India

    ReplyDelete