Saturday, June 13, 2015

სამედიცინო ტურიზმი

სამედიცინო ან გამაჯანსაღებელი ტურიზმი არის სხვა ქვეყნებში ან რეგიონებში მოგზაურობა სამედიცინო, სტომატოლოგიური ან ქირურგიული მომსახურებისთვის.
ბოლო წლებში სამედიცინო ტურიზმის მზარდ პოპულარობაზე მრავალმა ფაქტორმა იქონია გავლენა: ინდუსტრიულ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურების ფასების ასტრონომიული ზრდა, საერთაშორისო მოგზაურობის გაადვილება და გაიაფება, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწრაფად გაუმჯობესებული ტექნოლოგია და მომსახურების სტანდარტები. სამედიცინო ტურისტები ძირითადად განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნებიდან არიან და ქვეყნები, სადაც ისინი მიემგზავრებიან ნაკლებად განვითარებულია და ვალუტის შეღავათიანი გაცვლის კურსი აქვთ.
გამაჯანსაღებელი ტურიზმის პოპულარობამ განაპირობა მთელი რიგი სერვისისა და ეკონომიკის დარგების განვითარება, რომელიც ეხმარება პაციენტებს ამგვარი მოგზაურობის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ეს კომპანიები პარტნიორობენ გარკვეულ საავადმყოფოებთან ან კლინიკებთან, რაც მათ საშუალებას აძლევს გაცილებით ნაკლებ ფასში მოემსახურონ მომხმარებლებს, ვინემ ეს მათ ინდივიდუალურად დაუჯდებოდათ.
დღეს სამედიცინო ტურიზმის სექტორი ერთ-ერთ წარმატებულად და შემოსავლიანად ითვლება ტურიზმის ინდუსტრიაში. მისი განვითარება ხელსაყრელია როგორც ქვეყნის ადგილობრივი ისე არარეზიდენტი ვიზიტორებისათვის. 
საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ძირითადად ტურიზმის ეს დარგი კურორტების მეშვეობით უნდა განვითარდეს. საჭიროა მოხდეს არსებული რესურსების საზოგადოებისთვის გაცნობა და პოპულარიზება.
ჩემი ბლოგის მთავარი მისიაა სამედიცინო ტურიზმის შესახებ მოგაწოდოთ მრავალფეროვანი ცნობები და ინფორმაცია. 
x

No comments:

Post a Comment