სამედიცინო ტურიზმი
Monday, June 22, 2015
სპელეოთერაპია
სპელეოთერაპია ბერძნული სიტყვაა,
რომელიც ითარგმნებ აროგორც მღვიმეებით მკურნალობა, ანუ მღვიმეების სპეციფიკური მიკროკლიმატის გამოყენება სამკურნალო მიზნებისათვის.
ბრონქული ასთმის, სასუნთქი გზების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების, ფილტვების ქრონიკული ანთების,
ასევე – ნევროზის, ჰიპერტონიული დაავადებების, კლიმაქტერიული ნევროზის და სხვა სასუნთქი გზების დაავადებების არამედიკამენტური მკურნალობა უფრო და უფრო პოპალარული ხდება მსოფლიოში.
მკურნალობის კურსი გულისხმობს ორი-სამი კვირის განმავლობაში დღეში სამ საათამდე მღვიმეში ყოფნას.
ამ დროს პაციენტს ნებისმიერი საქმის კეთება შეუძლია – კითხვა, ძილი, ვარჯიში. საიდუმლო კი იმაშია, რომ მკურნალობა დაფუძნებულია მთლიანად ბუნებაზე და მისი რესურსების გამოყენებაზე.
სპელეოთერაპია მთელ მსოფლიოში გავრცელებული და აპრობირებული მეთოდია. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო მდიდარია კარსტული მღვიმეებით მათი რაოდენობა დაახლოებით
1300-მდეა, მათი ნაწილი კი ნამდვილად აკმაყოფილებს სპელეოთერაპიისათვი სსაჭირო მოთხოვნებს.
განსაკუთრებით საყურადღეობა, რომ მღვიმეში სპელეოკამერების მოწყობა არა რისდაკავშირებული ძალიან დიდ თანხებთან,
თუმცა მნიშვნელოვანია მღვიმის სპეციალური შესწავლა და პროფესიონალის ყურადღება, რადგან არასათანადოდ მოწყობილ მღვიმურ მკურნალობას შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი მოჰყვეს.
ჩვენი მიზანია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირებს შევახსენოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული რესურსების შესახებ და ვაჩვენოთ მისი პოტენციალი სპელეოთერაპიის განვითარებისათვის,
რომელიც შესაძლოა ტურისტების დაინტერესების მნიშვნელოვანი მიზეზი გახდეს.
Saturday, June 13, 2015
კურორტი ბორჯომი და მისი მინერალური წყლები
საქართველო კურორტების ქვეყანაა, ხოლო ბორჯომი ერთ-ერთი უძველესი კურორტთაგანია. არქეოლოგური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილი იქნა ქვის აბაზანები, რაც იმის დასტურია, რომ მინერალური წყლების გამოყენების ისტორია სათავეს იღებს ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბორჯომს გააჩნია ბალნეოლოგიური, გასტრო-ენტეროლოგიური (და არამარტო) კურორტის პროფილით განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. კურორტის უნიკალურმა ფლორამა და ფაუნამ, კლიმატურმა პირობებმა და მინერალურმა წყლებმა მას აღიარება მოუტანა. მინერალური წყაროების დამსახურებით ბორჯომი საბჭოთა კავშირის პერიოდში აქტიუალური ბალნეო-კლიმატური კურორტი იყო. აღნიშნული მინერალური წყრაოების საბადოები დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა კურორტი ისეთი აქტუალობით ვეღარ სარგებლობს, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქურა.
ბორჯომის მინერალური წყლები და მათი უნიკალური შემადგენლობა სამედიცინო ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. გარდა წყლებისა, სამედეიცინო ტურიზმის განვითარებას ბორჯომის ხეობის კლიმატიც მნიშვნელოვანდ უწყობს ხელს.
თავდაპირველად აღსანიშნავია იმ მიკრო და მაკროელემენტების გავლენა და მნიშვნელობა, რომლითაც ბორჯომის უნიკალური მინერალური წყლებია დაჯილდოვებული. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იოდს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარისებრი ჯირკვლის ნორმანულ მუშაობაში, ბრომს - ნერვული სისტემის წონასწორობის შენარჩუნებაში, თუთიას - ინსულინის წარმოშობაში, წყალში შემავალი ფენოლები აძლიერებენ თირკმელების მუშაობას და ა.შ. ბორჯომის წყლის ქიმიური და ფიზიკური შემადგენლობა მსოფლიო მაშტაბით უნიკალურია.
ბორჯომის მინერალური წყლების გამოყენება შეისაძლოა ასევე აბაზანების სახითაც, ამ შემთხვევაში ხდება წყლის გათბობა გარკვეულ ტემპერატურამდე.
ბორჯომის ხეობისა და რაიონის ტერიტორიაზე გაფანტული თერმულ-სულფიდური მინერალური წყლებით მკურნალობის მაღალი ეფექტიანობა დადგენილია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: რევმატიზმი, სახსრების სხვა ქრონიკული დაავადებები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, კანის დაავადებები, კუჭ-ნაწლავისა და მომნელებელი სისტემის დაავადებები და სხვა. ბორჯომის რაიონის სულფიდური მინერალური წყლები მოსახლეობაში პოპულარულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ბორჯომის ხეობის, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის უფრო მეტად განვითარება და წინ წამოწევა აუცილებელიც კია არსებული პოტენციალის გათვალისწინებით. კლიმატი და უნიკალური მინერალური წყლები ბორჯომს აქცევს ტურისტებისთვის მიმზიდველ ერთ-ერთ სამედიცინო-რეკრეაციულ კურორტად, სადაც ჩასულ სტუმრებს შეეძლებათ როგორც რეკრეაციული ისე სამკურნალო-პროფილაქტიკური ტურ-პაკეტებით სარგებლობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბორჯომის ხეობა მდიდარია კულტურულ-ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებითაც.
სამედიცინო ტურიზმი
სამედიცინო ან გამაჯანსაღებელი ტურიზმი არის სხვა ქვეყნებში ან რეგიონებში მოგზაურობა სამედიცინო, სტომატოლოგიური ან ქირურგიული მომსახურებისთვის.
ბოლო წლებში სამედიცინო ტურიზმის მზარდ პოპულარობაზე მრავალმა ფაქტორმა იქონია გავლენა: ინდუსტრიულ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურების ფასების ასტრონომიული ზრდა, საერთაშორისო მოგზაურობის გაადვილება და გაიაფება, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწრაფად გაუმჯობესებული ტექნოლოგია და მომსახურების სტანდარტები. სამედიცინო ტურისტები ძირითადად განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნებიდან არიან და ქვეყნები, სადაც ისინი მიემგზავრებიან ნაკლებად განვითარებულია და ვალუტის შეღავათიანი გაცვლის კურსი აქვთ.
გამაჯანსაღებელი ტურიზმის პოპულარობამ განაპირობა მთელი რიგი სერვისისა და ეკონომიკის დარგების განვითარება, რომელიც ეხმარება პაციენტებს ამგვარი მოგზაურობის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ეს კომპანიები პარტნიორობენ გარკვეულ საავადმყოფოებთან ან კლინიკებთან, რაც მათ საშუალებას აძლევს გაცილებით ნაკლებ ფასში მოემსახურონ მომხმარებლებს, ვინემ ეს მათ ინდივიდუალურად დაუჯდებოდათ.
დღეს სამედიცინო ტურიზმის სექტორი ერთ-ერთ წარმატებულად და შემოსავლიანად ითვლება ტურიზმის ინდუსტრიაში. მისი განვითარება ხელსაყრელია როგორც ქვეყნის ადგილობრივი ისე არარეზიდენტი ვიზიტორებისათვის.
საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ძირითადად ტურიზმის ეს დარგი კურორტების მეშვეობით უნდა განვითარდეს. საჭიროა მოხდეს არსებული რესურსების საზოგადოებისთვის გაცნობა და პოპულარიზება.
ჩემი ბლოგის მთავარი მისიაა სამედიცინო ტურიზმის შესახებ მოგაწოდოთ მრავალფეროვანი ცნობები და ინფორმაცია.
ჩემი ბლოგის მთავარი მისიაა სამედიცინო ტურიზმის შესახებ მოგაწოდოთ მრავალფეროვანი ცნობები და ინფორმაცია.
x
Subscribe to:
Posts (Atom)